ცხადდება კონკურსი სსიპ – კორნელი
კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული შემდეგი ვაკანტური
თანამდებობების დასაკავებლად:
1.ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის
განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
2.ცენტრის აღმოსავლური და სომხური
ხელნაწერების განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
3.ცენტრის აღმოსავლური და სომხური
ხელნაწერების განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე (0,5 საშტატო განაკვეთი)
- 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
4. ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის
განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე (0,5 საშტატო განაკვეთი) - 1 (ერთი)
საშტატო ერთეული.
საკონკურსო განაცხადების
მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების
ვადები
1. კონკურსში მონაწილეობის მსურველ
პირთა განაცხადები მიიღება ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე -
info@manuscript.ge - 2026 წლის 6 აპრილიდან
2026 წლის 22 აპრილის ჩათვლით.
2. დადგენილი
ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
3. საბუთების გადარჩევის დღე 2026 წლის 23-24 აპრილი.
4. გასაუბრების ჩატარების დღე 2026 წლის 27-28 აპრილი.
5. კონკურსის შედეგები გამოცხადება არაუგვიანეს 2026 წლის 7
მაისისა.
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1)წარმოსადგენი განცხადება
2)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3)ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით);
4)დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი
აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
5)გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი
(ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია
არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
6)გამოქვეყნებული 1 ან 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი,
რომელიც, განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა
და კვლევის უნარს;
7)ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის
მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა);
8)ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტებისა (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა,
ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია
არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
9)ჩამონათვალი ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში
მონაწილეობის შესახებ (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ
შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
10)ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა
იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომელთა შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი
ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში (არა უმეტეს 2 გვერდისა);
11)ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის
შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია
- ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში,
თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობის დასახელება: წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1360.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
•ისტორიული დოკუმენტების კატალოგების მომზადება;
•ისტორიული დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა, ბაზაში მუშაობა, მოდელირება და მართვა;
•საქართველოს ისტორიის წყაროების: დოკუმენტური ტექსტების გამოცემების მომზადება - ტექსტი, ბიბლიოგრაფია, კომენტარი, საძიებელი;
•საქართველოს ისტორიის საკითხების კვლევა;
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები-დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
•ახალი და უახლესი პერიოდის საისტორიო წყაროებზე - დოკუმენტურ, ფონო და ფოტო მასალაზე - მუშაობის, მათი წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული შესწავლის, სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების გამოცდილება;
•სპეციალური მომზადება საისტორიო დისციპლინებში (ქართული ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, ფილიგრანოლოგია, სფრაგისტიკა);
•უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია; საკუთარი ინტერესების სფეროდან 2 სამეცნიერო ნაშრომის ქსეროასლი ან მონოგრაფია.
•საგრანტო პროექტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა.
•ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word, Powerpoint
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
თანამდებობის დასახელება: აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1200.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
•აღმოსავლურ ხელნაწერთა აღწერილობა და შესწავლა;
•ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევები.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
•აღმოსავლური (თურქული და ოსმალური/არაბული) ენების ცოდნა;
•ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
•ძვ. ქართული ენის ცოდნა;
•სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
•ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
თანამდებობის დასახელება: აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 600.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: 0,5 განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
•აღმოსავლურ ხელნაწერთა აღწერილობა და შესწავლა;
•ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევები.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
•აღმოსავლური (თურქული და ოსმალური/არაბული) ენების ცოდნა;
•ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
•ძვ. ქართული ენის ცოდნა;
•სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
•ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.